გურჯაანში ადგილობრივმა ტელევიზიამ თოქ-შოუ "თქვენი პოზიციის" ეთერში, თუშური ენის გადარჩენის პროექტზე საინტერესო სტუმრებთან ერთად ისაუბრა.
.
P.S.
ვიდეოს ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ ტერმინს შეუძლია კაცობრიობას მოუტანოს დიდი ბედნიერებაც და კიდევ უფრო დიდი უბედურებაც. სინამდვილეში სიმართლეს ადამიანები როდი ვარკეკვთ, ამის უნარი ჩვენ არ გაგვაჩნია, ჩვენ მხოლოდ ძიება შეგვიძლია სიმართლისა, პოვნით კი დრო პოულობს მას და არკვევს.
შეხედეთ: XX საუკუნეში სტალინის მიერ ტერმინ „სამაჩაბლოს“ დანაშაულებრივი შეცვლა ტერმინით „Южная Осетия“, 2008 წელმაღა იპოვა და გაარკვია, ოღონდ სისხლითა და მახვილით.
და ვინ იცის, რას გვიქადის მომავალში თუშებს, საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებუილი, სრულიად ლეგიტიმური ტერმინის "თუშური ენა" ასე უცბად, უცერემონიოდ, ყოველგვარი ახსნა - განმარტების, თუ დასაბუთების გარეშე შეცვლა სრულიად მახინჯი ტერმინით "ბაცბური ენა" ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც უნდა დაიგმოს ქართული საზოგადოების მიერ. მხოლოდ ასე აღსდგება ტერმინოლოგიური წესრიგი და სამართალი.
