თუშური ენის გადასარჩენად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ზემო ალვანის საბავშვო ბაღში ენის სწავლება დაიწყო.
ესეც, ასე! მიზანი მიღწეულია, თუშურ ენას ზემო ალვანის მეორე საბავშვო ბაღში ასწავლიან. შემდეგ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თუშური ენის სწავლება ზემო ალვანის პირველ საჯარო სკოლაშიც დაიწყოს.
ჩვენ გვწამს, რომ თუშური ენა გადარჩება და მომავალი თაობები ამ ენაზე ისაუბრებენ.
სიუჟეტი მომზადებულია, მთის ამბების მიერ: mtisambebi.ge
